ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო საგრანტო პროექტის სადემონსტრაციო დღე გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სამეცნიერო საგრანტო პროექტის „ოპტიკურად მკვრივი, შემთხვევითი ფაზური ეკრანის ფლუორესცენციული მახასიათებლების რაოდენობრივი და გაბნეული ლაზერული გამოსხივების ინტენსივობის კორელაციური ფუნქციის სტატისტიკური მომენტების სპექტრალური ანალიზი“ სადემონსტრაციო დღე გაიმართა. სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნუგზარ ღომიძემ პროექტის მონაწილეებთან ერთად, სამწლიანი კვლევის შედეგები წარმოადგინა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა კონსტრუქტორთა ჯგუფი (ხელმძღვანელი ზაზა დავითაძე), ექსპერიმენტატორთა ჯგუფი (ხელმძღვანელი ზურაბ შაშიკაძე), თეორეტიკოსთა ჯგუფი (ხელმძღვანელი იზოლდა ჯაბნიძე) და მოდელირების ჯგუფი (ხელმძღვანელი მირანდა ხაჯიშვილი). სადემონსტრაციო დღის დასასრულს, მკვლევარები პროექტის ფარგლებში შეძენილ სამეცნიერო აპარატურასა და ლაბორატორიას გაეცნენ.

სხვადასხვა ტალღის სიგრძის ლაზერული დიოდების. სინათლის წყაროების, სპექტრომეტრების, ოპტიკურ-ბოჭკოვანი შუქსატარების და სხვა საშუალებით შესაძლებელია, განხორციელდეს წყლიანი გარემოს ეფექტური და ექსპრესული დიაგნოსტიკა, სინათლის წყაროების ხარისხის მონიტორინგი, ნივთიერების ოპტიკური თვისებების კვლევა და სხვა პრაქტიკული ამოცანები.

პროექტის ფარგლებში შესრულებული ამოცანების ძირითადი შედეგებია: 

  • ეფექტური და ექსპრესული, მაღალიტერაციული არასტანდარტული დანადგარის ლაზერული სპექტროპლუორიმეტრი მოდერნიზება. ნაჩვენები იქნა, ფოტონების თვლის მეთოდზე დაფუძნებული სპექტროფლუორიმეტრის უპირატესობა სტრობოსკოპულ მეთოდზე დაფუძნებულ სპექტროფლუორიმეტრთან შედარებით;
  • უნიკალური ექსპერიმენტული სამუშაოების შესრულება: ფლუოროფოლიდან გამოსხივებული ფლუორესცენციული სიგნალის ინტენსივობის სპექტრის გადაღება; ფლუორესცენციის მილევის დროის, კვანტური გამოსავალისა და სპექტრული მახასიათებლების შეფასება  ჰექსანისათვის, დისტილატისათვის, სასმელი წყლისთვის, ზღვის წყლისთვის და სხვა თხევადი ნივთიერებებისათვის  აგზნები წყაროს სხვადასხვა ტალღის სიგრძის მიხედვით;  
  • შესწავლილი იქნა ლაზერით გენერირებული იმპულსის დროით–სიხშირული ევოლუცია გარემოს სტატისტიკური პარამეტრების ცვლილებების მიხედვით. გარემოს ზოგად შემთხვევაში წარმოადგენს ოპტიკურად მკვრივი შემთხვევითი ფაზური ეკრანი. ავტოკორელატორის მართვა განხორცილდა პროგრამულად (spectra Wiz, Lab view). მიღწეული იქნა სიგნალი/ხმაურის თანაფარდობის მნიშვნელობა 10000:1;  
  • შესრულდა ფუნდამენტური კვლევები ოპტიკურად მკვრივი შემთხვევითი ფაზური ეკრანიდან გაბნეული ლაზერული გამოსხივების ინტენსივობის კორელაციური ფუნქციის პირველი და მეორე რიგის სტატისტიკური მომენტებისათვის, ფაზის კორელაციური ფუნქციის გაუსური და ლორენცისეული სტატისტიკის შემთხვევაში;
  • შესრულდა რიცხვითი მოდელირება და შესწავლილი იქნა მართკუთხა, ექსპონენციალური, ბიექსპონენციალური და სინუსოიდალური იმპულსური სიგნალების სივრცე-სიხშირული ევოლუცია შემთხვევითი ფაზური ეკრანის გავლით, როცა ამ უკანასკნელს წარმოადგენს იზოტროპული, დაჯახებადი პლაზმური ფენა;   
  • ნაწილობრივ კოჰერენტული ტალრების თეორიის, ტალღური თეორია და შემთხვევითი ფაზური ეკრანის მოდელზე შეიქმნა ადეკვატური თეორიული მოდელი და შედეგები გაანალიზდა ექსპერიმენტულ მონაცემებთან მიმართებაში ოპტიკურად მკვრივი შემთხვევითი ფაზური ეკრანისათვის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა