პროფესორ ჯემალ გახოკიძის წიგნის “ბეწვის ხიდზე” წარდგინება გაიმართა

სურათი

პროფესორ ჯემალ გახოკიძის წიგნის “ბეწვის ხიდზე” პრეზენტაცია გაიმართა შოთა რუსთაველის დარბაზში. ნაშრომი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ასოცირებულმა პროფესრომა გივი აბაშიძემ წარუდგინა. “ბეწვის ხიდზე” ქვეყნის შიდა პოლიტიკასთან ერთად უშიშროების საკითხებს ეძღვნება და მასში აღწერილია ჯიხაშკარის ცნობილ მოვლენები, გოჩა ესებუას მიერ გაეროს ოთხი უცხოელი დამკვირვებლის გატაცება და ელიავას ამბოხი. წიგნში გადმოცემულია ამ პერიოდის მოვლენების ქრონიკა და ავტორის პიროვნულ პორტრეტთან დაკავშირებული ნარკვევები, სხვადასხვა დროს პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული მასალები, თანამებრძოლების აზრები, შეფასებები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის სპიკერი, პროფესორი, ჯემალ გახოკიძე იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა