დასრულდა სოციალური პროექტი „პროფესორები მოსწავლეებისთვის“

სურათი

დასრულდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური პროექტი ,,პროფესორები მოსწავლეებისთვის“. ორი კვირის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50-მდე პროფესორ-მასწავლებელმა ხელვაჩაურის, ქობულეთის ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში პოპულარული ხასიათის ლექციები წაიკითხა  ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე, კონსტიტუცია და დემოკრატიული მმართველობა, ბულინგის გამომწვევი მიზეზები, თაობები და ღირებულებები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, კრიტიკული აზროვნება და სხვ. პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ისახავდა, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა