საქმისწარმოების სამსახური (კანცელარია)

ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახური (კანცელარია)

ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახური (კანცელარია) არის ბსუ-ს დამხმარე სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდების, ეთიკის კოდექსის, პერსონალის მართვის პოლიტიკის, შინაგანაწესის, ბსუ-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის, სამსახურის დებულებისა და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით.

სამსხურის ფუნქციებია:

ა)  უნივერსიტეტის საქმისწარმოების ერთიანი წესის, საქმისწარმოების ინსტრუქციის და საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება, დანერგვა და სრულყოფა (მათ შორის უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების მონიტორინგი, დოკუმენტებზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფის წინადადებების ინიცირება და სხვა);

ბ) ბსუ-ს საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის  ადმინისტრირება;

გ) უნივერსიტეტში შემოსული კორესპონდენციის პირველადი დამუშავება, რეგისტრაცია და ადრესატისათვის მიწოდება;

დ) საჯარო ინფორმაციის (მათ შორის ელექტრონული ფორმით) ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; უნივერსიტეტის ვებგვერდზე განსათავსებელი სამართლებრივი აქტების ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის წარდგენა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით;

ე) საქმისწარმოებისათვის საჭირო ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების გამოყენების ორგანიზება და კონტროლი;

ვ) უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სამართლებრივი აქტების და უნივერსიტეტის საქმეთა ნომენკლატურით გათვალისწინებული დოკუმენტების/ სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია /შენახვა;

ზ) უნივერსიტეტის არქივის მართვა (დოკუმენტების დაცულობისა და მათზე სწრაფი წვდომის უზრუნველყოფა, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ არქივისათვის გადასაცემი  საქმეების დადგენილი წესის შესაბამისად გაფორმების მონიტორინგი, უნივერსიტეტის არქივში დოკუმენტაციის ჩაბარებისა და დაცვის ორგანიზება და სხვა);

თ) უნივერსიტეტის კორესპონდენციის/სამართლებრივი აქტების ადრესატებისათვის დაგზავნა (მათ შორის პირებისათვის, რომლებიც ვერ სარგებლობენ საქმისწარმოების ელექტრონული სისტემით), უნივერსიტეტიდან გასაგზავნი კორესპონდენციის (წერილების) მომზადება (საქართველოს ფოსტის პროგრამაში შეყვანა, ნუმერაციისა და შტრიხ-კოდის შესაბამისად); უნივერსიტეტში ფოსტით მიღებული ამანათების ადრესატებზე ჩაბარება;

ი) საქმისწარმოების მიმართულებით, საქართველოს კანონმდებლობით და ბსუ-ს მართვის ორგანოთა აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.

ბსუ-ში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირია ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) უფროსი  ხათუნა ხალვაში

ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: +995 (422) 27–17–86; +995 577 61 05 86 .

ელ. ფოსტა: chanchellery@bsu.edu.ge

მისამართი: ქ. ბათუმი,  ნინოშვილის/რუსთაველის ქ. №35/32, კორპუსი I, პირველი სართული, ოთახი № 1.

შენიშვნა: საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის მეშვეობით, ასევე ელექტრონულად, ბსუ-ს ვებგვერდის შემდეგი ბმულის საშუალებით -  „მოითხოვე საჯარო ინფორმაცია“.

 

  ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) დებულება (№07-01/04, 12.02.2026, №1 დანართი)
  ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) პერსონალის ფუნქციათა (სამუშაო) აღწერილობა (№01-10/19, 06.03.26)
  ბსუ-ს საქმისწარმოების სამსახურის (კანცელარია) პერსონალის ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები (№01-10/20, 06.03.2026)

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა