საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
ბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური არის ბსუ-ს დამხმარე სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდების, ეთიკის კოდექსის, პერსონალის მართვის პოლიტიკის, შინაგანაწესის, ბსუ-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის, წინამდებარე დებულებისა და უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით.
სამსხურის ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების სამსახურთან ერთად, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის შემუშავება, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან, ფაკულტეტებთან და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულებთან კოორდინირებულად;
ბ) სტრატეგიული განვითარების სამსახურთან თანამშრომლობით, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის შესაბამისი აქტივობების განხორციელებისათვის სახელმწიფო, საგანმანათლებლო, კვლევით, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, მათ შორის ფაკულტეტებთან თანამშრომლობით და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან კოორდინირებულად, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების/დანერგვის, ასევე უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების მოზიდვის შესაძლებლობების განხილვა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება;
გ) საგანმანათლებო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის საქართველოს და უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;
დ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და უცხოურ ორგანიზაციებთან, ფონდებთან, საინფორმაციო ცენტრებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა და მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანიზაციებში და კავშირებში უნივერსიტეტის გაწევრიანების ხელშეწყობა;
ე) საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროგრამების, საერთაშორისო პროექტების (საგრანტო პროექტების) შესახებ ინფორმაციის მიღება-გავრცელება, მათში უნივერსიტეტის ჩართვაზე ზრუნვა და შესაბამისი პროექტების მომზადება-განხორციელებისთვის უნივერსიტეტის პერსონალისთვის საკონსულტაციო მომსახურება;
ვ) გაცვლითი პროგრამებისა და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება (უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსება, სტუდენტების, პერსონალის, ფაკულტეტების, ინსტიტუტების და ბსუ-ს სხვა სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება);
ზ) სხვა უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებთან და სამეცნიერო ცენტრებთან პარტნიორობით ბსუ-ს სტუდენტებისა და პერსონალის პროფესიული ზრდისა და მხარდაჭერის პროგრამების ხელშეწყობა-განხორციელება (სტაჟირება, სწავლება, ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, სხვადასხვა დარგის გამოჩენილი მეცნიერების ლექციების ჩატარების მიზნით მოწვევის ორგანიზება და ა.შ.);
თ) უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების, საჯარო ლექციების, კულტურული, საერთაშორისო მნიშვნელობისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობი სხვა ღონისძიებების ორგანიზება ან/და განხორციელების მხარდაჭერა;
ი) უნივერსიტეტის მიერ ხელშეკრულებების/მემორანდუმების/შეთანხმებების გაფორმების ორგანიზება (ინიციატივების დამუშავება ბსუ-ს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, მოლაპარაკებების წარმოება და სხვა), მათი აღრიცხვა/სისტემატიზაცია;
კ) დადებული პარტნიორული ხელშეკრულებების აღრიცხვა, ასევე პერსონალის/ბსუ-ს მიერ გაგზავნილი პროექტების შესახებ ბსუ-ში შემოსული ინფორმაციის დამუშავება და პერიოდულად, რექტორისათვის ინფორმაციის წერილობითი სახით წარდგენა;
ლ) ბსუ-ს გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან (Alumni) კავშირის შენარჩუნება და საუნივერსიტეტო აქტივობებში მათი ჩართულობის ხელშეწყობა;
მ) საქართველოს და უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დელეგაციების მიღება-მასპინძლობის ორგანიზება;
ნ) უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირების საქმიანი ვიზიტების დაგეგმვა- ორგანიზება;
ო) ბსუ-ს საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალის დაგეგმვა/ორგანიზება, ბსუ-ს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით;
პ) უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებში მონაწილეობა, პარტნიორ უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან უნივერსიტეტის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
ჟ) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესაბამისად, უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ინგლისურ ენაზე საქმიანი კომუნიკაცია (შემოსული კორესპონდენციის/ელექტრონული წერილების განხილვა-დამუშავება, გასაგზავნი კორესპონდენციის მომზადება/ელექტრონული საქმიანი წერილების გაგზავნა);
რ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
ბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია:
სამსახურის უფროსი - თამარ დუნდუა
ელ. ფოსტა: ird@bsu.edu.ge
მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32, კორპუსი I, მე-2 სართული, ოთახი N35
| უკან |
