კრედო ბანკი სტუდენტებს „სტუდენტურ სესხს“ სთავაზობს

სურათი

,,კრედო ბანკი’’ სტუდენტებს  სტუდენტურ სესხს სთავაზობს.  სესხით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ სტუდენტსა და აბიტურიენტს, ვინც უკვე ჩააბარა უნივერსიტეტში და სურვილი აქვს დაიფინანსოს საკუთარი სწავლა-განათლება. მოცემული სესხის პირობების გათვალისწინებით, სესხის თანხის დაფარვის დაწყება სტუდენტს შეუძლია სწავლის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ.

,,კრედო ბანკი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია აცნობიერებს, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება განათლების ხელმისაწვდომობას, ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისთვის. ამის გათვალისწინებით, არსებული სესხის პირობები მაქსიმალურად მორგებულია სტუდენტების შესაძლებლობებსა და გადახდისუნარიანობაზე. ,,სტუდენტური სესხის’’ წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განისაზღრება 12,9 %-დან და დამოკიდებულია ვადასა და თანხის ოდენობაზე.

თანხის გაცემა არ ხდება სტუდენტებზე, ანგარიშსწორება ხორციელდება პირდაპირ სასწავლებელთან, მათ მიერ მითითებულ ანგარიშზე, წარმოდგენილი ინვოისის შესაბამისად.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ : https://www.facebook.com/CredoBanki/posts/2004470309776105


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა