ბსუ-ს კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება - 2017

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  კურსდამთავრებულთა 79-ე საზეიმო გაცილება გაიმართა. მანტიებში გამოწყობილ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა სწავლის დასრულება მიულოცეს.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წელს 1000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. წარჩინებული სწავლის, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისათვის, სტუდენტურ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისა და უნივერსიტეტის პოპულარიზაციისათვის 150-მდე სტუდენტი სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდა. საზეიმო ცერემონიაზე ჯანდაცვის მიმართულების თეთრ ხალათებში გამოწყობილმა კურსდამთავრებულებმა ტრადიციულად, ჰიპოკრატეს ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო უნივერსიტეტის სტუდენტური ცხოვრების ამსახველი ფოტოებისა და FAB LAB BSU-ს ნამუშევართა გამოფენა. საღამო ბუს-ს მუსიკალურმა ბენდმა გააფორმა.

კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ცერემონია კონცერტით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახალისო, გასართობი ფერების ფესტივალით და ფოიერვერკის გაშვებით დასრულდა.

კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოშვების ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველ წელს იმართება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა