უნივერსიტეტში საერთაშორისო კვირეული ჩატარდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 29 მაისიდან 2 ივნისამდე ერაზმუს+-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ეგიდით  საერთაშორისო კვირეული ჩატარდა.  ბულგარეთის ქალაქ რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტის და პოლონეთის ბიალისტოკის ტექონოლოგიური უნივერსიტეტების წარმომადგენლები ბსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებს, საუნივერსიტეტო ცხოვრებასა და ქართულ კულტურას გაეცნენ. დელეგაციის წევრებმა: დესისლავა ათანასოვამ, პლამენკა ქრსიტოვამ, ქრისტინა ემილიანოვამ, მილენა დიმიტროვა პოპოვამ, ცვეტლანა ათანასოვა შენკოვამ, ქრისტინა ემილიანოვამ და ადმინისტრაციული პერსონალმა ევა პეტროვა პარვანოვამ, კრისტინა მიროსვსკამ საჯარო ლექციები წაიკითხეს განათლების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის და წარმოადგინეს საკუთარი უნივერსიტეტები.

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელება, გაცვლითი პროგრამებში სხვადასხვა მიმართულებების ჩართვა და ერთობლივი საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამების შემუშავება.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა