რატი აბულაძის საჯარო ლექციათა ციკლი დაიწყო

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის დოქტორმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა რატი აბულაძემ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია გამართა თემაზე: ,, ელექტრონული მმართველობის როლი რეგიონის განვითარებაში: ელექტრონული მთავრობა და ელექტრონული ბიზნესი’’.

პროფესორმა სტუდენტებს საქართველოს, კავკასიის რეგიონისა და განვითარებულ ქვეყნებში ელექტრონული მმართველობისა და ინტერნეტიზაციის  პროცესები,  შედეგები და საჭიროება გააცნო. რატი აბულაძემ ხაზი გაუსვა ე-მთავრობის შექმნის საბოლოო მიზანს, როგორც საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სამომხმარებლო ფასეულობების- სამართლიანობის, გამჭვირვალობის, დემოკრატიულობის, მომსახურების ხარისხის , სახელმწიფო მართვაში მოქალაქეების მონაწილეობის შექმნას და სხვა.

რატი აბულაძის საჯარო ლექციები ბსუ-ში აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის  ფარგლებში მიმდინარეობს და 3 ივნისის ჩათვლით  მიმდინარეობს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა