შეხვედრა გდანსკის მენეჯმენტის განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გდანსკის მენეჯმენტის განვითარების ფონდის დირექტორი ტომას ჰარაცკიევიჩი და ფონდის წარმომადგენელი საქართველიოში, პროფესორი ზურაბ ჩელებაძე ეწვივნენ. რექტორის მოადგილესთან, ირაკლი ბარამიძესთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მხარეები ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით პოსტდიპლომური განათლების ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაზე შეთანხმდნენ. ასევე განიხილეს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებისა და გდანსკის უნივერსიტეტთან (პოლონეთი) სამომომავლო თანამშრომლობის საკითხები. ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, ბაკალავრებსა და მაგისტრებს ბსუ-ს ბაზაზე შეეძლებათ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის გავლა. გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი, რაც ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა უცხოეთში დასაქმებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა