ვიზიტი როსტოკის უნივერსიტეტში

სურათი

ტექნოლოგიური ფაკულტეტის აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი დარეჯან ჯაში და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი, ასისტენტ პროფესორი თეონა ბერიძე ორდღიანი ვიზიტით როსტოკის უნივერსიტეტში (გერმანია) იმყოფებოდნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა ტექნოლოგიების ფაკულტეტის აგრარულ მეცნიერებათა მიმართულების სასწავლო პროგრამების სრულყოფას, უცხოური გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი სამეცნიერო და სასწავლო პროგრამების შემუშავებისა, სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებას. როსტოკის უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, ბატონ ელმარ მოორთან გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა პრიორიტეტულ მიმართულებებზე: მემცენარეობაზე, გარემოს ინჟინერიასა და აქვაკულტურაზე ისაუბრეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა