შემოქმედებითი წერის ოლიმპიადა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ინგლისურენოვანი შემოქმედებითი წერითი ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან. კონკურსი, რომლის მიზანია შემოქმედებითი წერითი ოლიმპიადის განვითარება ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარების გზით, საქართველოში 2004 წლიდან ტარდება. 1179 მონაწილეს შორის ქრისტინა თოფურიამ (I კურსი), ქეთევან ტვილდიანმა (II კურსი) და დიანა ხუნდაძემ (III კურსი) პირველი ადგილი დაიკავეს. მეორე და მესამე ადგილები მერი ხარაზს, მარინა ცინცქილაძეს, ნატალია გერასიმენკოს, რუსუდან ცეცხლაძეს, ია ბასილაძესა და მარიამ შარაბიძეს ერგო. ოლიმპიადის გამარჯვებულებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის სპეციალურ მიღებაზე სერტიფიკატები და წიგნები გადასცეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა