საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გერმანიაში

სურათი

2016 წლის 1-3 აგვისტოს  ქალაქ ფრანკფურტში, გერმანიაში საერთაშორისო სამეცნიერო  კონფერენცია   გაიმართა სახელწოდებით  „ Finance and Economics Conference 2016“. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგენენ  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი  მურმან ცეცხლაძე  თემით: „საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივები ევროპასთან“   და  ეკონომიკის დეპარტამენტის ასისტენტი, ნინო კონცელიძე თემით „ შემოსავლების უთანაბრობის შემცირება ეკონომიკური ზრდით საქართველოში“. მოხსნებებმა  დიდი გამოხმაურება და მაღალი შეფასებები დაიმსახურეს უცხოელი აკადემიური წრეების წარმომადგენლებისაგან. კონფერენციაში  20-ზე მეტი ქვეყნის 33  წარმომადგენელი მონაწილეობდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა