ქვიშის რაგბის ფესტივალი

სურათი

6-7 აგვისტოს ბათუმში ქვიშის რაგბის ფესტივალი ჩატარდა. ტურნირში   მონაწილეობდნენ სამოყვარულო კლუბები, წვეული და კორპორაციული გუნდები, ასევე ინგლისის, თურქეთის და რუსეთის გუნდები. მათ შორის ახალწვეული  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაგბის გუნდი. უნივერსიტეტის რაგბის გუნდს ყველაზე ტიტულოვანი მეტოქეები შეხვდა ჯგუფში შარშანდელი ჩემპიონების „დევების“ და რუსეთის „რაშა ბიჩრაგბის“ სახით. პირველი დღის ჯგუფური ეტაპის მატჩში უნივერსიტეტელებმა დაამარცხეს შარშანდელი ჩემპიონი „დევები“ 6-3, ხოლო მეორე თამაში დათმეს რუსეთის გუნდთან 10-5. ტურნირის მეორე დღეს ბათუმის უნივერსიტეტმა თანაქალაქელ „ბარბაროსებს“ 7:3 სძლია და მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში თიბისი ბანკთან   0-0 ითამაშეს ძირითადი დრო და დამატებით დროში 1-0 დამარცხდნენ. ფინალურ შეხვედრაში ბათუმელი „მეკობრეები“ რუსეთის „რაშა ბიჩრაგბის“ შეებნენ, 4:3 გაიმარჯვეს და წლევანდელი ტურნირის ჩემპიონები გახდნენ.

შეჯიბრი საქართველოსა და აჭარის რაგბის კავშირების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ბათუმის მერიისა და ეროვნული ფედერაციის “სპორტი ყველასთვის” მხარდაჭერით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა