თანამშრომლობის მემორანდუმი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი შპს ,,ქ. ბათუმის რესპუბლიკური - კლინიკური საავადმყოფო"-ს ტერიტორიაზე დაგეგმილი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სასწავლო ბაზად გამოყენებისათვის შესაბამისი კონცეფციის შემუშავებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში შენობის სწავლის პროცესისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვა განხორციელდება.
შეთანხმება თითოეული მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნას გულისხმობს, რომელიც კონცეფციას შეიმუშავებს.

სამინისტროებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე ახალგაზრდა კვალიფიციური სამედიცინო კადრების მომზადების ხარისხს.

მრავალპროფილური საავადმყოფო 170 საწოლზე იქნება გათვლილი. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით იქნება აღჭურვილი და პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს.
მრავალფუნქციური საავადმყოფოსმშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.რესპუბლიკური საავადმყოფო 1964 წელს აშენდა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაახლოებით ბოლო 20 წელია ამორტიზირებულია.
                                               
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა