სტუდენტთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიამ FAB LAB BSU  და სტუდენტურმა ასოციაციამ  ბულვარის კოლონადებთან  სტუდენტთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა გამართეს.

დამთვალიერებლებს ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ჩანთების, ბლოკნოტების, ნახატების, აქსესუარებისა და კრეატული ნივთების შეძენა შეეძლოთ. 

ღონისძიება  საქველმოქმედოა და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შემოსული თანხის ნაწილი  ბსუ-ს „წარმატებულ და სოციალურად დაუცველ სტუდენტთა მხადაჭერის ფონდში“ გადაირიცხება.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა