რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა თურქეთის საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოს ეწვია და იქ გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. მერაბ ხალვაშმა  თურქეთის კონსულს ბათუმში იასინ თემიზქანს მიუსამძიმრა. ,,უნივერსიტეტის სახელით გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას და შეშფოთებას ამ დღეებში თურქეთის რესპუბლიკაში, სტამბოლში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების გამო. თანავუგრძნობთ თურქეთის ყველა მოქალაქეს და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოს. ჩვენ, ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა დავამარცხოთ ტერორიზმი“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა