უნივერსიტეტმა იტალიის ელჩს საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლის უმასპინძლა

სურათი

იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში  ანტონიო ენრიკო ბარტოლი ბსუ-ს  საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებს შეხვდა. დიპლომატიური  კორპუსის წარმომადგენელმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კულტურულ, საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და სამომავლო პერსპექტივები განიხილა.

საჯარო შეხვედრაზე ელჩმა იტალიის, როგორც ევროპის წამყვანი სახელმწიფოს როლზე და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება  მსოფლიო მასშტაბით მშვიდობის დაცვისა და სიღარიბის დაძლევის საქმეში. აგრეთვე, ბარტოლიმ ხაზი გაუსვა იტალიაში ინდუსტრიის, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მაღალი განვითარების დონეს და  ამ გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარების მნიშვნელობას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობამ და ამ პროცესში იტალიის როლმა გამოიწვია. დიპლომატმა სტუდენტებს განუცხადა, რომ იტალია საქართველოს ევროპის ნაწილად განიხილავს  და ქვეყნის განვითარება განათლების, მეცნიერებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა დამოკიდებული.

ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად უნივერსიტეტი დაათვალიერა და  სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა