ბსუ-ს სტუდენტები საქართველოს საუნივერსიტეტო დებატების ჩემპიონები გახდნენ

სურათი

თბილისში გამართულ   საუნივერსიტეტო დებატებში  ბსუ-ს  გუნდმა  ჩემპიონობა მოიპოვა. კარლ-პოპერის  ფორმატის საუნივერსიტეტო  ტურნირში ბსუ-ს სტუდენტებმა საკვალიფიკაციო თამაშში სულხან-საბასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გუნდებს  სძლიეს, ნახევარფინალში- თსუ-ს,   ფინალში კი ილიას უნივერსიტეტის ნაკრები  დაამარცხეს. სადებატო რეზოლუცია საქართველოში ადამიანთა უფლებების დაცვას შეეხებოდა.

ბსუ-ს ნაკრები წარმოდგენილი იყო სტუდენტებით: დავით ფარტენაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის  სტუდენტი, ლელა ფაღავა - სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი და  აკაკი გვიანიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი.

საუნივერსიტეტო დებატები ‘’სტუდენტური დღეები -2016’’- ის ფარგლებში გაიმართა. ტურნირი 4 წელია ტარდება და მასში საქართველოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტები მონაწილეობენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა