ბსუ-ს შვედეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქვიქი ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში შვედეთის გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეების ფარგლებში შვედეთის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოსა და სომხეთში მარტინა ქვიქი, შვედეთის მთავრობის მრჩეველი გარემოს დაცვის საკითხებში, ტექნოლოგიური სამეფო ინსტიტუტის პროფესორი სტაფან ლაესტადიუსი ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში სტაფან ლაესტადიუსმა სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,კლიმატის ცვლილების გარდამავლობა - ცვლილებები, გამოცდილება და პოტენციალი მზარდი ეკონომიკისათვის“. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის ხელმძღვანელმა ხათუნა ჩიკვილაძემ პროექტი - ”დავასუფთავოთ საქართველო” წარადგინეს. ლექციის დასასრულს გარემოს დაცვის წარმომადგენლებმა სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.

შვედეთის გარემოს დაცვის დღეები მოიცავს შვედი და ქართველი კარიკატურისტების გამოფენას სახელწოდებით:,,კლიმატის ცვლილების პირისპირ“, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ხუთი შვედი მხატვარი და კარიკატურისტი - ლოვე ანტელი, მაგნუს ბარდი, რიბერ ჰანსონი, ჰელენა ლინდჰოლმი და კარინს უნვისონი - ფიქრის სახალისო და ამავდროულად, შეშფოთების გამომწვევ შედეგს გვთავაზობენ. შვედ კოლეგებს ბათუმში ხუთი ქართველი კარიკატურისტი მხატვარი - ლევან კვარაცხელია, ვაჟა დოღონაძე, ნიკოლოზ დადიანი, ვარლამ ჯმუხაძე და თამარ გიორგაძე შეურთდნენ, რათა გააუმჯობესონ საზოგადოების ინფორმირებულობა კლიმატის ცვლილების შესახებ.

მრავალ ქვეყანასა თუ კონტინენტზე წარმატებული საგამოფენო ტურის პროცესში, პროექტი მუდმივად იზრდებოდა ადგილობრივი მხატვრების მიერ საკუთარი წვლილის შეტანის შედეგად. დღემდე გამოფენა მსოფლიოს 23 ქვეყანაში 250 ათასზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა.
შვედეთის გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიზანია 2020 წლისთვის შექმნას საზოგადოება, სადაც ძირითადი გარემოსდაცვითი პრობლემები გადაწყვეტილი იქნება. ეს არის დაპირება მომავალი თაობებისათვის, რომ მათ ექნებათ სუფთა ჰაერი, ჯანსაღი საარსებო გარემო და ბუნებით ტკბობის მრავალფეროვანი შესაძლებლობები.

შვედეთის გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი დღეები, საქართველოში შვედეთის საელჩოს, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს,  ბათუმის მერიის, შვედური ინსტიტუტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ტარდება.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა