“მედია და ნაციონალიზმი“- პარიზის უმაღლესი პოლიტიკური სკოლის ვორქშოპი ბსუ- ს სტუდენტებისათვის

სურათი

ბსუ-ს პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (Sciences Po) საინიციატივო ჯგუფი ‘’Broader Perspective’’ ეწვია.  სხვადასხვა ქვეყნის 6 სტუდენტ-ტრენერი  5 დღის განმავლობაში ბსუ-ს სტუდენტებისათვის ტრენინგებს ჩაატარებს თამაზე : მედია და ნაციონალიზმი. სტუდენტები ომისა და მშვიდობის დროს მედიასა და ნაციონალიზმს შორის ურთიერთობას,  პროპაგანდის როლს, ბალკანეთის ომს მიმოიხილავენ. ტრენინგები 6 ივნისს დაიწყო და 10 ივნისს დასრულდება.
საინიციატივო ჯგუფს რექტორის  მოადგილე ინგა შამილიშვილი შეხვდა და   უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აგრეთვე, რექტორის მოადგილემ  შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 
 

  
 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა