გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა ბათუმში

სურათი

დღეს, სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში''გაეროს მოდელირებული ახალგაზრდული ასამბლეა გაიხსნა. ფორუმი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 8-10 მაისის ჩათვლით ტარდება და მასში 400-მდე დელეგატი მონაწილეობს. ასამბლეის მიზანი ახალგაზრდების როლის გაზრდა გლობალური მიზნების განხორციელებაში და იმ ძირითად 17 გამოწვევაზე მსჯელობაა, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო: განათლება, ეკოლოგია, ჯანდაცვა, სიღარიბის დაძლევა.

მონაწილე დელეგატები 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე გამართულ სესიებში, კინოჩვენებებსა და დებატებში მიიღებენ მონაწილეობას. აგრეთვე, დაგეგმილია ოფიციალური ვიზიტები აჭარის ა/რ სამთავრობო სტრუქტურებსა და დიპლომატიურ ორგანიზაციებში.
გაეროს მოდელირებული ასამბლეა საქართველოში მეორედ, ბათუმში კი პირველად არასამთავრობო ორგანიზაციის „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულების განმტკიცებისათვის'' და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმართველობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ტარდება.

10 მაისს, სასტუმრო „ლეოგრანდში'' დაგეგმილ დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეების ოფიციალური დაჯილდოება და გამარჯვებული პროექტების არჩევა გაიმართება. გამარჯვებული დელეგატი საზღვარგარეთ გაემგზავრება.

  იხილეთ პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა