საგრანტო პროექტის დასკვნითი ანგარიში

სურათი

საგრანტო პროექტის  „გარემოს რადიო სპექტრალური დიაგნოსტიკა სიგნალისა და გარემოს დისპერსიულ მახასიათებლებს შორის კორელაციური ურთიერთკავშირის’’ დასკვნითი სამეცნიერო ანგარიში გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  დასკვნით ანგარიშზე წარმოდგენილი იქნა სამეცნიერო პროექტის  ფარგლებში შესრულებული სამუშაოები და შედეგები. პროექტი 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 10 მეცნიერ-თანამშრომელი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ  პროექტის ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომები დაიბეჭდა ინგლისურენოვან სამეცნიერო ჟურნალებში, შეძენილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა კი გამოყენებული იქნება ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სასწავლო პროცესში. აგრეთვე, ფიზიკის დოქტორმა მირანდა ხაჯიშვილმა სადოქტორო დისერტაცია პროექტის ფარგლებში დაიცვა.  

საგრანტო პროექტი  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის   სამეცნიერო ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჯაბნიძეა,  მენეჯერი კი პროფ. ნუგზარ ღომიძე.

დასკვნით საანგარიშო-სამეცნიერო კონფერენციას  ესწრებოდნენ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ქალბატონი თეა მჟავანაძე და სპეციალისტი ნოდარ კილაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორები, დოქტორანტები, მაგისტრები, ბაკალავრიატის სტუდენტები და მოწვეული სპეციალისტები.

სამეცნიერო ანგარიშის შემდეგ სტუმრებმა ლაბორატორია დაათვალიერეს, სადაც საგრანტო პროექტის აპარატურა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობაა განლაგებული.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა