ინოვაციურ ლაბორატორიაში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ინოვაციურ ლაბორატორია FAB LAB BSU- ში ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტთა  ნამუშევრების გამოფენა-პრეზენტაცია მოეწყო. სტუდენტებმა თანამედროვე ციფრული ტექნიკით, 3 D პრინტერსა და ლაზერულ მჭრელებზე დამზადებული ნამუშევრები ფართო საზოგადოებას წარუდგინეს. აქვე მოეწყობა სამუშაო  პროცესის პრეზენტაცია. მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FAB LAB)   თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიაა უახლესი დაზგა-დანადგარებით (3D პრინტერებით, 3D სკანერებით, ლაზერული მჭრელებით, პროგრამირებადი ჩარხებით და სხვა დანადგარებით), რაც   სტუდენტებსა და   ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საკუთარი იდეისა და პროექტის განხორციელების საშუალებას აძლევს. ლაბორატორიის მიზანია იდეების გენერირება და გამოგონებების შექმნა.
‘’ფაბლაბი"   ბსუ-ს ბაზაზე  2015 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეგიდით და მსოფლიო ბანკის დონორობით გაიხსნა.  FAB LAB BSU საქართველოში მეორე ლაბორატორიაა, FAB LAB ILIAUNI -ს შემდეგ. ამჟამად,  ლაბორატორიის  საერთაშორისო ქსელში ჩართვა და კომერციალიზაცია მიმდინარეობს , რაც ხელს შეუწყობს აქ გაჩენილი ინოვაციური იდეების და პროექტების საერთაშორისო ასპარეზზე გატანას.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა