„საუნივერსიტეტო თასი - 2015“

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის „საუნივერსიტეტო თასი - 2015“ -ის ტურნირის  პირველი ეტაპი წარმატებულად დაიწყო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფუტსალის ნაკრებმა წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 9:3 და შემდეგ ეტაპზე გადავიდა. საუნივერსიტეტო თასის მოსაპოვებლად ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის 28 გუნდი იბრძვის. პირველობამ სტარტი 27 ოქტომბერს აიღო და 18 დეკემბერს დასრულდება. გამარჯვებული გუნდები და საუკეთესო მოთამაშეები თასით, მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. შეჯიბრს საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და კომპანია „მაგთის“ მხარდაჭერით ატარებს. 
 
სპორტულ დარბაზში გაიმართება საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის „საუნივერსიტეტო თასი - 2015 -ის“ ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა. ერთმანეთს ხვდებიან ბსუ-ს ფუტსალის ნაკრები და წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ნაკრები.
 
პირველობამ სტარტი 27 ოქტომბერს აიღო და მასში ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გუნდები მონაწილეობს. 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა