ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

შოთა რუსთაველის დარბაზში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა და ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ირაკლი ბერიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების მიზანია სპორტის, კულტურის განვითარებისა  და ჯანსაღი თაობის აღზრდის ხელშეწყობა. მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება სპორტულ-კულტურული ღონისძიებები და განხორციელდება ერთობლივი პროექტები. სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საქალაქო, საერთაშორისო და ეროვნულ შეჯიბრებებში. მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსმა ია შალამბერიძემ სტუდენტებს მერიის 2016 წლის ახალგაზრდული პროექტები წარუდგინა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა