პროექტი „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“

სურათი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ირინა ჟვანიამ და თამარ აბაშიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს პროექტი „სტუდენტები თვითმმართველობისათვის“ წარუდგინა. პროექტს ორგანიზაცია „მოქალაქე" ახორციელებს და მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართვას სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროცესში და თვითმმართველობის იდეის პოპულარიზაციას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერას თვითმმართველობის საკითხებში ახალგაზრდა პროფესიონალების მომზადებისა და ჩართულობის ხელშეწყობით. პროექტის მონაწილე სტუდენტები კონკურსის წესით შეირჩევიან, რომელიც სამ ეტაპად ჩატარდება.

პირველი ეტაპი ითვალისწინებს საკონკურსო გუნდების ფორმირებასა და შერჩევას.

ყველა გუნდი, რომელიც წარმატებით გადალახავს შესარჩევ ეტაპს, მონაწილეობას მიიღებს მეორე და მესამე ტურში და იმუშავებს კონკრეტული მუნიციპალიტეტის საჭიროებების შესწავლა/ანალიზსა და ამავე მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვის, გეგმის შემუშავებაზე.

მეორე და მესამე ტურის მონაწილეებისათვის უშუალოდ მათ რეგიონებში ჩატარდება სპეციალური ტრენინგები თვითმმართველობის არსის, კვლევის მეთოდების, ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის შესახებრომელიც დაეხმარება გუნდებს ამ ეტაპებზე გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებაში.

მეორე ეტაპი კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების კვლევასა და ანალიტიკური  დოკუმენტის მომზადებაზეა ფოკუსირებული. გუნდებმა კონკრეტულ  მუნიციპალიტეტში  არსებული ვითარების შესწავლისა და  ანალიზის საფუძველზე უნდა მოამზადონ ანალიტიკური დოკუმენტი „მუნიციპალიტეტის პრობლემები და საჭიროებები";

მეორე ეტაპი შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი ნაწილი ითვალისწინებს სტუდენტთა გუნდების მიერ საპროექტო წინადადების მომზადებასა და წარდგენას (საპროექტო წინადადებაში აღწერილი იქნება ანალიტიკური დოკუმენტის მომზადებისათვის საჭირო აქტივობები, კვლევის/შეფასების მეთოდოლოგია, ბიუჯეტი და სხვ.); პირველი ნაწილის შემდეგ გუნდები იღებენ უკუკავშირს (კომისიის მოსაზრებას, შენიშვნას, რეკომენდაციას). მეორე ნაწილი კი კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების კვლევასა და ანალიტიკური დოკუმენტის მომზადებაზე, არსებული ბიუჯეტის ანალიზზეა ფოკუსირებული.

მესამე ეტაპი გულისხმობს  კონცეპტუალური დოკუმენტის მომზადებას „მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა". დოკუმენტში ასახული უნდა იყოს გამოვლენილი პრობლემების დაძლევის გზები, მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა და მომდევნო წლის ბიუჯეტი.

კონკურსის გამარჯვებულებს პრიზებს გადასცემს ორგანიზაცია „მოქალაქე".

სხვა პრიზებთან ერთად, გამარჯვებული გუნდის წევრებისთვის მოეწყობა სასწავლო-შემეცნებითი ტური განვითარებული თვითმმართველობის მქონე ევროპის ქვეყნებში.

დეტალური  ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 247 33 33 ან მოგვწერეთ პროექტის Facebook-ის  გვერდზე

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უნდა გაიაროთ შემდეგ ბმულზე


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა