საფრანგეთის საგანმანათლებლო პროგრამების „სწავლა საფრანგეთში“ წარდგინება

სურათი

საფრანგეთის საგანმანათლებლო პროგრამების „სწავლა საფრანგეთში“ პრეზენტაცია ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ასისტენტმა და სტუდენტთა მობილობის ორგანიზაცია კამპუს ფრანსის წარმომადგენელმა თბილისში ანა ლოლუამ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს სასტიპენდიო პროგრამები, საზაფხულო სკოლები და საკონკურსო პირობები წარუდგინა. საფრანგეთში სწავლის მსურველებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ შემდეგ პროგრამებში: საფრანგეთის  მთავრობის პროგრამა, ეიფელის სასტიპენდიო პროგრამა, პარიზის კაშანის უმაღლესი სკოლის პროგრამა, ევროპის კოლეჯის პროგრამა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF-ის) სასტიპენდიო პროგრამები.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა