შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან

სურათი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მთავარეპისკოპოსმა მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტმა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა ილია II-მ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში, აკადემიური საბჭოს წევრები და სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანები მიიღო. უწმიდესმა და უნეტარესმა შეხვედრაზე დელეგაციის წევრებს 80 წლის იუბილე მიულოცა და უნივერსიტეტი დალოცა. კათოლიკოს-პატრიარქმა ასევე ისაუბრა უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა სრულიად საქართველოს პატრიარქს საჩუქრად საიუბილეო წიგნი - ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო კერა - 80“, სიმბოლურად ჩამოსხმული ღვინო და უნივერსიტეტის ხედის ამსახველი ფოტო გადასცა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა