უნივერსიტეტმა შვიდი საპატიო დოქტორი აირჩია

სურათი

საპატიო დოქტორების არჩევის საზეიმო ცერემონია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა შვიდ აღიარებულ ქართველ და უცხოელ პროფესორს: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, სამხედრო და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ელგუჯა მეძმარიაშვილს, შვერინის ბალტიკის უნივერსიტეტის პროფესორ გერალდ ვეტცელს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრს, საქართველოს სამთო საზოგადოების პრეზიდენტს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ რევაზ სტურუას, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სურსათისა და გარემოს კვლევის სააგენტოს ემერეტუსს, ინოვაციების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ფილოსოფიის დოქტორ რობერტ ედვარდ ბოლტონს, ფრანგ ქართველოლოგს, ემერეტუს პროფესორ შარლ რენუს, ბერლინის შარიტეს ფიზიოლოგიის შემსწავლელი ლაბორატორიის ხელმძღვანელს, პროფესორ თენგიზ გლოველსა და ყაზანის ფედერალური უნივერსიტეტის პროფესორ თომას კრუსმანს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა