ბსუ-ს 80 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილე სასტუმრო ,,შერატონ ბათუმში“ საზეიმოდ აღინიშნა. საიუბილეო ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა გახსნა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 80-წლიან ისტორიაზე, მიღწევებზე, განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ,  აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, ქ. ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებმა, კურსდამთავრებულებმა, სტუდენტებმა, ფონდების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა იუბილარ უნივერსიტეტს ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი ნოდარ კახიძე და ბსუ-ს პროფესორი კახაბერ ქაშიბაძე ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ღირსების მედლები გადასცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხრა პროფესორსა და მეცნიერ-თანამშრომელს:

  • მამია ფაღავა -  პროფესორი;
  • ქეთევან დოლიძე -  პროფესორი;
  • ირინა გოშხეთელიანი - პროფესორი;
  • ნათელა წიკლაშვილი -  პროფესორი;
  • ვაჟა ვერულიძე - პროფესორი;
  • რუსუდან ხუხუნაიშვილი - პროფესორი;
  • გურამ მემარნე - ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი;
  • რაულ გოცირიძე - აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი;
  • მარინა აროშიძე - პროფესორი.

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა მადლობის სიგელი გადასცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვრამეტ პროფესორსა და მეცნიერ-თანამშრომელს:

  • ვანო პაპუნიძე - პროფესორი
  • გურამ ჩაგანავა - პროფესორი
  • გულიკო შერვაშიძე - პროფესორი
  • თინა შიოშვილი - პროფესორი
  • თემურ ქიქავა - პროფესორი
  • ასიე ცინცაძე - პროფესორი
  • ეთერ ნიჟარაძე - პროფესორი
  • მურმან გორგოშაძე - პროფესორი
  • ალეკო კალანდია - პროფესორი
  • ანზორ დევაძე - პროფესორი
  • მალხაზ  ნაკაშიძე - ასოცირებული პროფესორი
  • ანზორ ბერიძე - ასოცირებული პროფესორი
  • ჟანი მიქაშავიძე -  ასისტენტ პროფესორი
  • ნანული ნოღაიდელი -  მეცნიერ-თანამშრომელი
  • მარიამ მეტრეველი - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
  • გალინა მეფარიშვილი  -  მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
  • ზოია სიხარულიძე  - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
  • როინ მალაყმაძე -  ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა