„ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები“

სურათი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგების ციკლი დაიწყო თემაზე: ,,ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები“. სამი დღის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და დოქტორანტები ისეთ აქტუალურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: „ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები“, „ინოვაციური მეწარმეობა“ და ,,ინტელექტუალი საკუთრება და მისი დაცვის ღონისძიებები“. ტრენინგის ჩატარება მიზნად ისახავს საქართველოში ინოვაციური აზროვნების განვითარებასა და  ინოვაციების კომერციალიზაციის ხელის შეწყობას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა