სტუდენტურმა თვითმმართველობამ თავმჯდომარედ ბექა მაკარაძე აირჩია

სურათი

სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის რიგით მეშვიდე  არჩევნები გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი: ბექა მაკარაძე და გიორგი ბაგრატიონი ღებულობდა. სტუდენტური თვითმმართველობის 94 წევრიდან არჩევანი 85-მა გააკეთა. წინასწარი შედეგების მიხედვით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქეთისმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის სტუდენტმა ბექა მაკარაძემ 64 ხმა დააგროვა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის III კურსის სტუდენტმა გიორგი ბაგრატიონმა 17 - ხმა, ხოლო 4 ბიულეტინი ბათილად იქნა ცნობილი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა