მესამე სამეცნიერო კონფერენცია „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“. განათლების ფაკულტეტის სტუდენტთა და მოსწავლეთა თანამშრომლობის კლუბის მესამე სამეცნიერო სესია სამ სექციაში მუშაობდა და წარმოდგენილი იყო 100-მდე მოხსენება. აჭარის საჯარო  და კერძო სკოლების მოსწავლეებმა სტუდენტებთან ერთად ნაშრომები წაიკითხეს პედაგოგიკის, განათლებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების აქტუალურ საკითხებზე. კონფერენცია სკოლა „ნიკეს“ სპექტაკლ „არგონავტებით“  დასრულდა.

  პროგრამის აღწერა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა