უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში გახდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები გაიმართა. აკადემიური ხარისხის მქონე აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის უმრავლესობამ ხუთ კანდიდატს შორის მხარი ასოცირებულ პროფესორ მერაბ ხალვაშს დაუჭირა. არჩევნებში 312 ამომრჩევლიდან მონაწილეობა 299-მა მიიღო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საარჩევნო კომისიის კენჭისყრის ოქმის საფუძველზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ასოცირებული პროფესორი მერაბ ხალვაში - 107 ხმა, ასოცირებული პროფესორი ირაკლი ბარამიძე - 80 ხმა, რამაზ ხალვაში - 60 ხმა, ვლადიმერ ბალაძე - 36 ხმა, ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე - 9 ხმა, ხოლო 7 ხმა ბათილად ჩაითვალა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა