ღია კარის დღე უნივერსიტეტში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე და კონცერტი გაიმართა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოადგილემ ირაკლი ბარამიძემ და სტუდენტებმა: ქრისტინე თოფურიამ და გიგა ფარტენაძემ ახალგაზრდებს უნივერსიტეტის 80-წლიანი ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამები, სტიპენდიები, სოციალური პროგრამები,  გაცვლითი პროგრამები და სიახლეები გააცნეს. 2015-2016 სასწავლო წელს ბსუ-ში 1380 პირველკურსელი ჩაირიცხება. 40-მდე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამიდან 10 სრული სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდება. წარდგინების დასასრულს მომავალ სტუდენტებს უნივერსიტეტის საინფორმაციო ბუკლეტებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები დაურიგდათ. ღია კარის დღის ფარგლებში უნივერსიტეტისა და სკოლების თანამშრომლობის ეგიდით გამართული ფუტსალის აჭარის რეგიონული სასკოლო ჩემპიონატის მონაწილე 38 გუნდს სერტიფიკატები გადაეცათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა