საქველმოქმედო კონცერტი „გზა ტაძართან მიგვიყვანს“

სურათი

ბათუმის ხელოვნების ცენტრში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა სახელწოდებით „ეს გზა ტაძართან მიგვიყვანს“. ღონისძიებიდან შემოსული თანხა რურუას ქუჩაზე მიმდინარე ეფრემ ასურის სახელობის ტაძრის მშენებლობას მოხმარდება. კონცერტში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი, შემოქმედებითი ჯგუფები, მუსიკოსი ვაჟა ტუღუში, ანსამბლები „ბათუმი“ და „ფერისცვალება“, კვარტეტი „ნოტა“, ზაზა ზოიძე, ბათუმის მერიასთან არსებული ქორეოგრაფიული და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მხარდაჭერით სამლოცველო რურუას ქუჩაზე მეოთხე წელია შენდება.

ეფრემ ასურის სახელობის ტაძრის მშენებლობის გარდა, სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართული 50-ზე მეტი ეკლესია-მონასტრის მშენებლობასა და სხვა სახის სამუშაოებში:

  • ახალშენის ყოვლადწმიდა სამების მშენებარე სამონასტრო კომპლექსი
  • ახალსოფლის წმიდა გიორგის ტაძარი
  • ცხემვანის დედათა მონასტერი
  • დავით აღმაშენებლის წმიდა მარკოზ მახარებლის მშენებარე ტაძარი
  • აჭარისწყლის კარიბჭის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი
  • აჭარაში წამებულთა დედათა და მამათა სახელობის ეკლესია
  • სარფის დედათა მონასტერი

თურსის ხეობაში არსებული სამონასტრო კომპლექსი


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა