უნივერსიტეტმა რეჟისორ რობერტ სტურუას უმასპინძლა

სურათი

რეჟისორი რობერტ სტურუა საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტის ,,სტურუას შექსპირის სამყარო“ ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. უილიამ შექსპირის დაბადებიდან 450 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ცნობილმა რეჟისორმა საკუთარ შემოქმედებაზე, მსოფლიოს წამყვანი თეატრების სცენაზე მის მიერ დადგმულ სპექტაკლებსა და ინგლისელი დრამატურგის პიესების თარგმანის პრობლემატიკაზე  ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და ხელოვანმა აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.   ასევე შედგა რუსთაველის თეატრის მუზეუმში დაცული რობერტ სტურუას შექსპირული დადგმების ამსახველი ფოტომასალის ჩვენება. რუსთაველის თეატრისა და ბსუ-ს პროექტი ,,სტურუას შექსპირის სამყარო“ სტუდენტების ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას ითვალისწინებს. იგი ახალგაზრდებისთვის საინტერესოს გახდის შექსპირის ტექსტების, თეატრალური დადგმების შესწავლასა და შემდგომ კვლევას. პროექტის ეგიდით გათვალისწინებულია რობერტ სტურუას სპექტაკლის ,,ჰამლეტი“ ვიდეოჩვენება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა