სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“

სურათი
მწერალმა დათო ტურაშვილმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ წარმომადგენლებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სალიტერატურო კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ წარუდგინეს. კონკურსი მეექვსედ ჩატარდება და მასში საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული და ლიტერატურის მოყვარული სტუდენტები ჩაერთვებიან. „შემოდგომის ლეგენდა“ ილიას მთაზე მდებარე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში 15 სექტემბერს დაიწყო და ორ ეტაპად ჩატარდება. კონკურსის მონაწილეებმა ჟიურის პროზაული ნაშრომი 12 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარუდგინონ.  პრეზენტაციის დასასრულს მწერალმა დათო ტურაშვილმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.
 
კონკურსანტებმა სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის - „შემოდგომის ლეგენდა“ I ეტაპზე ელ.ფოსტაზე – shemodgomis-legenda@tsu.ge უნდა გადაგზავნონ: 
  • პროზაული ნაშრომი (ან ნაწყვეტი) ნაბეჭდი სახით, არანაკლებ ერთი და არაუმეტეს სამი თაბახის გვერდისა; ჟანრი და თემა შეუზღუდავია.
  • შევსებული ანკეტა 
 უნივერსიტეტის ჟიური შიდა შესარჩევ ტურში გამოავლენს 10 საუკეთესო კანდიდატს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის მონაწილეები გახდებიან.
 
გამარჯვებულ კონკურსანტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფულადი პრემია და კომპანია „ჯეოსელის“ პრიზები გადაეცემათ.
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა