აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექციები

სურათი

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს “უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში 2014 წლის 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ფილოლოგიის დოქტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის საჯარო ლექციების ციკლი.

საჯარო ლექციაზე მომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • „ვეფხისტყაოსანი“ შუასაუკუნებრივი და რენესანსული აზროვნების კონტექსტში
  • „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარული - ახალი ფილოსოფიური კონცეფცია (ტრუბადურები, დანტე, პეტრარკა)
  • „ვეფხისტყაოსანი“ შექსპირის ეპოქაში და მისი თანამედროვე დრამატურგიის ლიტერატურული წყარო

პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის კვლევის საგანს წარმოადგენს შუასაუკუნეების ქართული ლიტერატურა და ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობები.  აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანია მის მიერ ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობების პროცესის მეცნიერული გააზრება და ცალკეული პრობლემების გამოვლენა. პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე, ასევე მოღვაწეობს რუსთველოლოგიისა და წყაროთმცოდნეობის დარგებში.

  საჯარო ლექციების განრიგი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა