ფილოსოფიის საერთაშორისო დღე

სურათიფილოსოფიის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,ფილოსოფია და თანამედროვეობა“. კონფერენცია ფილოსოფიის დეპარტამენტის ორგანიზებით იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა თანამედროვე ფილოსოფიის პრობლემების წარმოჩენას. სამეცნიერო სესიაზე მკვლევრებმა განათლების ფილოსოფიაზე, ინტერდისციპლინარული კვლევების შედეგებსა და მიღწევებზე იმსჯელეს. დარგის სპეციალისტებმა სექციებში - ,,ფილოსოფია და მსოფლმხედველობა“, ,,ფილოსოფია და ინტერდისციპლინარული კვლევები“, ,,რელიგია და ფილოსოფია“ - 30 სამეცნიერო მოხსენება წარმოადგინეს.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა