ტალინის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი

სურათი

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ტალინის უნივერსიტეტის დელეგაცია რექტორის, პროფესორ ტიიტ ლანდის ხელმძღვანელობით ეწვია. ვიზიტი უმაღლეს სასწავლებლებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა და მიზნად ისახავდა თანამშრომლობის გაღრმავებასა და სასწავლო-სამეცნიერო პროექტების შემუშავებას. რსუ-ს რექტორთან, პროფესორ ალიოშა ბაკურიძესთან გამართულ შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივი სადოქტორო, სამაგისტრო პროგრამების განხორციელება და სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, სემინარების ჩატარება. ტალინის უნივერსიტეტის პროექტის „თბილისისა და ბათუმის უნივერსიტეტებში სოციალურ ფაკულტეტებზე სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერა, ლექტორთა კვალიფიკაციის ამაღლება და ეფექტური ელექტრონული სწავლის სისტემის დანერგვა“ ეგიდით, ელექტრონულ სწავლების საკითხებზე ესტონელი პროფესორ–მასწავლებლები ორი დღის განმავლობაში სემინარებს, საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს ჩაატარებენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა