გერმანელი სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას რსუ-ში გაივლიან

სურათიგერმანელი სტუდენეტები ჰენდრიკ აიროში და იულია რიუდებუში სასწავლო პრაქტიკას შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაივლიან. გაცვლითი პროგრამა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ებერსვალდეს მდგრადი განვითარების სასწავლებელს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. უცხოელი სტუდენტები პროფესორების ინგა დიასამიძისა და ზურაბ მანველიძის ხელმძღვანელობით მტირალას ეროვნულ პარკსა და სხვა დაცულ ტერიტორიებს შეისწავლიან. გერმანელ სტუდენტებსა და ბრანდენბურგ-საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარეს პავლე შპეტიშვილს რსუ-ს რექტორი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე შეხვდა და სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე ესაუბრა.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა