ბსუ-ს სტუდენტები პირველ სტუდენტურ სპორტულ ფესტივალზე - „უნიგამი“

სურათი

ბათუმში, აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, ხუთი დღის განმავლობაში პირველი სტუდენტური სპორტული ფესტივალი „უნიგამი“ მიმდინარეობდა, რომელშიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. დასკვნით ღონისძიებაზე ბსუ-ს მადლობის სიგელი გადაეცა ახალგაზრდებში სპორტული და გუნდური ღირებულებების მხარდაჭერისათვის.

ფესტივალში ოთხი უნივერსიტეტისა და სამი პროფესიული კოლეჯის 56 სტუდენტი ჩაერთო. მონაწილეები საკუთარ სასწავლებლებს წარმოადგენდნენ და ერთმანეთს სპორტის არასტანდარტულ სახეობებსა და ინტელექტუალურ თამაშებში ეჯიბრებოდნენ.

ფესტივალი აჭარის მთავრობისა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ვულოცავთ ბსუ-ს სტუდენტებს მონაწილეობას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ სპორტულ ასპარეზობებში!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა