ბსუ-მ N16 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა N16 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. საუნივერსიტეტო ტურის ფარგლებში ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, მოსწავლეებს საუნივერსიტეტო ცხოვრება გააცნო. მოსწავლეების ვიზიტი მათი პედაგოგის, ბსუ-ს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების პროგრამის კურსდამთავრებულის, თეონა ქარცივაძის ინიციატივით შედგა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ქიმიისა და ზოოლოგიის ლაბორატორიები და სახალისო ცდებში მიიღეს მონაწილეობა.

საუნივერსიტეტო ტურის დროს მოსწავლეები უნივერსიტეტის რექტორსაც შეხვდნენ, რომელიც ბიბლიოთეკაში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასპინძლობდა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა