
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა საჯარო ლექცია ფსიქოლოგ ზურა მხეიძესთან. შეხვედრის მთავარი თემა - „ჯანსაღი ჩვევები: როგორ ვმართოთ საკუთარი ქცევა“ - სტუდენტებისთვის განსაკუთრებით აქტუალური აღმოჩნდა.
ლექცია ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.
| უკან |









