ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა „Youth of Excellence Scheme of China Program" გამოცხადდა

სურათი

გაცნობებთ, რომ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს 2026 წლის 29 ოქტომბრის №156/2026 დიპლომატიური ნოტით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეცნობა 2027-2028 აკადემიური წლის ჩინეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის „Youth of Excellence Scheme of China Program" გამოცხადების შესახებ.

„Youth of Excellence Scheme of China Program“ წარმოადგენს სასტიპენდიო პროგრამას, რომელსაც ახორციელებს ჩინეთის სტიპენდიების საბჭო (China Scholarship Council – CSC). პროგრამის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების პროფესიული და აკადემიური განვითარების ხელშეწყობა და ჩინეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის სრული დაფინანსება.

სწავლის ხანგრძლივობა ძირითად შემთხვევაში მოიცავს 12 თვეს. ცალკეული პროგრამები ხორციელდება „1+1“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები პირველი აკადემიური წლის მანძილზე სწავლობენ ჩინეთში, ხოლო მომდევნო წელს საკუთარ ქვეყანაში აგრძელებენ კვლევით საქმიანობასა და სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

ასაკობრივი ზღვარი - 45 წლამდე;

მინიმალური აკადემიური ხარისხი - ბაკალავრი;

სამუშაო გამოცდილება - სულ მცირე 3 წელი.  უპირატესობა ენიჭებათ კანდიდატებს, რომელთა განათლება და პროფესიული გამოცდილება შეესაბამება შერჩეულ სამაგისტრო პროგრამას;

აუცილებელი პირობაა კონკურსანტმა პროგრამის მონაწილე ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან წარმოადგინოს წინასწარი ჩარიცხვის წერილი (Pre-admission Letter) და შემდგომ დარეგისტრირდეს პროგრამის ელექტრონულ პორტალზე: https://studyinchina.csc.edu.cn/#/login

ამასთან, კონკურსანტი უნდა მიეკუთვნებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთ-ერთს:

სახელმწიფო მოხელე (საშუალო და მაღალი რგოლის)

დაწესებულების ან საწარმოს მაღალი რგოლის მენეჯერი;

უნივერსიტეტის ან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ადმინისტრაციული პერსონალი;

საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილების მქონე პირი.განაცხადის შევსებისას სავალდებულოა შემდეგი მონაცემების მითითება:

Scholarship Type: Type A

Agency Number: 1563

Program: Youth of Excellence Scheme of China

ელექტრონული განაცხადის წარდგენის საბოლოო ვადაა 2027 წლის 29 მარტი.

დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის მოთხოვნები განისაზღვრება შესაბამისი უნივერსიტეტისა და სამაგისტრო პროგრამის პირობების მიხედვით.

კანდიდატთა შერჩევის პროცესიმოიცავს ორ ეტაპს:

პირველადი შეფასება: ჩინეთის სტიპენდიების საბჭო ამოწმებს წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტაციას და კანდიდატების შესაბამისობას პროგრამის მოთხოვნებთან.

ექსპერტული შეფასება: ექსპერტთა კომისია დამატებით განიხილავს კონკურსანტთა განაცხადებს, რის საფუძველზეც განისაზღვრება პროგრამაში ჩარიცხვის შედეგები.

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება ექსპერტული შეფასების დასრულების შემდეგ.

დანართის სახით წარმოგიდგენთ სამაგისტრო პროგრამების სრულ ჩამონათვალს და სასტიპენდიო პროგრამის დეტალურ აღწერას.

დანართი: 2 (ორი) დოკუმენტი.

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა