ბსუ-ს ასისტენტ-პროფესორი მირანდა ხაჯიშვილი მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ფიზიკის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორ მირანდა ხაჯიშვილს მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოებას!

მირანდა ხაჯიშვილს ჯილდო საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა. მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე პრემია მას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გადასცა.

ჩვენთვის სასიხარულო და საამაყოა ჩვენი კოლეგის წარმატება და მისი საქმიანობის აღიარება.

ვულოცავთ მირანდა ხაჯიშვილს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ პროფესიულ წინსვლას, ახალ სამეცნიერო მიღწევებსა და მრავალ წარმატებას!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა