ბსუ-ს სოციალური პროგრამა: სტუდენტთა შეღავათები სწავლის საფასურზე

სურათი

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა სოციალური პროგრამის კონკურსს სწავლის საფასურის დასაფინანსებლად.

 

 

დაფინანსების ოდენობა: შესაძლებელია მოიპოვოთ 100%, 70% ან 35%-იანი შეღავათი.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

ბსუ-ს საბაკალავრო, მედიცინის ერთსაფეხურიანი და დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს (სწავლების მე-2 სემესტრიდან), რომელთა წინა სემესტრის საშუალო შეწონილი ქულა ტოლი ან მეტია 71-ზე.

მნიშვნელოვანი ვადები:

  • განცხადებებისა და საბუთების მიღება: 26 ოქტომბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით;
  • კომისიის მიერ განხილვა: 10–16 ნოემბერი;
  • შედეგების გამოქვეყნება: 18 ნოემბერი;
  • ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 2026 წლის 20 ნოემბერი.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?

დეტალური ინფორმაცია კატეგორიებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე: portal.bsu.edu.ge (განაცხადი წარადგინეთ ველის – ,,წერილი კანცელარიას“ მეშვეობით).


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა