- 2026 წლის 06 ოქტომბერს ცხადდება არჩევნები საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში - ბსუ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის 2026 წლის 09 ნოემბრიდან 4 წლის ვადით დასაკავებლად.
- ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 15 ოქტომბრიდან 2026 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით, ბსუ–ს საარჩევნო კომისიაში (ქ. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. №32/35, პირველი კორპუსი, ოთახი №14), შაბათ–კვირისა და უქმე დღეების გარდა, 10:00 სთ–დან 16:00 სთ–მდე.
- ბსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს მოეთხოვება (კრიტერიუმები): ა) უმაღლესი განათლება; ბ) არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება და გ) სამოქმედო გეგმა.
- კანდიდატმა საარჩევნო კომისიაში სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინოს:
ა) კანდიდატის სარეგისტრაციო განცხადება (შევსებული არჩევნების გამოცხადების შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილების №1 დანართის შესაბამისად);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (СV);
დ) უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლი;
ე) სამოქმედო გეგმა;
ვ) ფერადი ფოტო, ზომით ¾;
ზ) ინფორმაცია შრომითი საქმიანობის შესახებ (დასაქმების ადგილიდან გაცემული ცნობა/დამოწმებული ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან/და სხვა, კანონმდებლობითი დადგენილი წესით გაცემული ცნობა);
თ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ი) ცნობა ნასამართლეობის შესახებ (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც ამავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადაა 15 კალენდარული დღე, აღნიშნულიდან გამომდინარე საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის დღისათვის (რეგისტრაციის დღე) ცნობა უნდა იყოს მოქმედი);
5. დადგენილ ვადაში რეგისტრირებულ კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სამოქმედო გეგმების განხილვა აკადემიური საბჭოს მიერ დაიწყება 2026 წლის 23 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე, ხოლო არჩევნები (ფარული კენჭისყრა) ჩატარდება 2026 წლის 23 ოქტომბერს, 13:30 სთ-ზე.
| უკან |
